ოკუპირებულ გალში სამდღიან სწავლებაში ტერორისტულ თავდასხმებთან ბრძოლის ზომებს შეიმუშავებენ

ოკუპირებულ გალში ე.წ. სუს-ის, სახელმწიფო დაცვის და ე.წ. შსს-ს თანამშრომლები ტერორისტულ თავდასხმებთან საბრძოლველად ზომებს შეიმუშავებენ. სწავლება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წყალმომარაგების ქსელების, სავარაუდო დაბინძურებას, შესაბამისი სამსახურების რეაგირების ოპერატიულობას საჯარო ხელისუფლების ობიექტის დანაღმვის შესახებ ინფორმაციის მიღების დროს”.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რობერტ კიუტის განცხადებით, “წვრთნები მიმართულია საომარი მოქმედებების დროს მტრის დივერსიული, ტერორისტული და სხვა სახის ქმედებების აღკვეთისკენ”

ე.წ.შს მინისტრმა, ვალტერ ბუტბამ თქვა, რომ ე.წ. უწყების თანამშრომლები “მძევლების გათავისუფლების შესაბამის ზომებს და გამშვებ პუნქტზე თავდასხმელების განეიტრალებას შეიმუშავებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები