სალივანი – ზურაბიშვილს: საქართველო არ უნდა იქცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად

საქართველო არ უნდა გახდეს პლატფორმა, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს უკრაინის ომის გამო მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. ეს თეზისი გაჟღერდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.

„მათ განიხილეს, რომ აუცილებელია, რუსეთი სანქციების სრულ ეკონომიკურ ფასს გრძნობდეს, საექსპორტო ზომებს და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს, რომლებიც აშშ-მა 30-ზე მეტ მოკავშირე ქვეყანასთან ერთად კოალიციაში შემოიღო“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

სალივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში მისი კანდიდატურის გასაწევად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები