ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია – გერმანია მხარს უჭერს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე

German Foreign Minister Frank-Walter Steinmeier addresses the media after talks in Berlin on October 15, 2015. AFP PHOTO / TOBIAS SCHWARZ

მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები