კაია კალასი: ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს – ეს არის გზა ევროკავშირისკენ, ესტონეთი თქვენს გვერდით დგას
ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს – ეს არის გზა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა კანონპროექტის გაწვევა, იმისთვის რომ დაიცვას ხალხის ნება. ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს – ეს არის გზა ევროკავშირისკენ.
ჩვენს ქართველ მეგობრებს: ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე“, – წერს კაია კალასი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ და „ხალხის ძალამ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს და ის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით ჩააგდეს.
Important decision by the Parliament of #Georgia to recall the draft law and follow the will of the people.
Georgians have made their choice loud and clear – that choice is the road to the #EU.
To our Georgian friends: Estonia stands by your side on this path.
— Kaja Kallas (@kajakallas) March 10, 2023