გიორგი ცუცქირიძე: დღევანდელი ოპოზიციის და ინტელიგენციის დიდი ნაწილი ჩემთვის მიუღებელია, რადგან მაშინაც სამხედრო პუტჩის ბარიკადებზე იდგა და დღესაც იგივე მოღალატეობრივ პოზიციაზეა

დღევანდელი ოპოზიციის და ინტელიგენციის დიდი ნაწილიც ამიტომ არის ჩემთვის მიუღებელი, მაშინაც სამხედრო პუტჩის ბარიკადებზე, რომ იდგა და დღესაც იგივე მოღალატეობრივ პოზიციაზეა, არც მოუნანია და არც სინანულს განიცდის მომხდარის გამო! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზვიადი და ეროვნული ხელისუფლებაც სწორედ, აშშ-ის შეფასებით გადამეტებული სუვერენიზაციის გამო დაამხეს.

„როდესაც აქ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯიმა ბეიკერმა 1992 წელს ე.წ ზვიადისტების და ქართველი პატრიოტების დარბევის ფონზე განაცხადა, რომ 21-ე საუკუნის მთავარი ღერძი შუა აზია, და ამ ღერძის გასაღები კავკასია იქნებოდა. ისედაც ცხადი უნდა იყოს ყველაფერი, რაც ახლა ხდება.

ზვიადი და ეროვნული ხელისუფლებაც სწორედ, მათი შეფასებით გადამეტებული სუვერენიზაციის გამო დაამხეს და არა მოგონილი ნარატივების გამო, თურმე დემოკრატიას და აქ ეროვნულ უმცირესობებს, რომ ებრძოდა მაშინდელი მოღალატეობრივი ოპოზიციის გახმოვანებით!

დღევანდელი ოპოზიციის და ინტელიგენციის დიდი ნაწილიც ამიტომ არის ჩემთვის მიუღებელი, მაშინაც სამხედრო პუტჩის ბარიკადებზე, რომ იდგა და დღესაც იგივე მოღალატეობრივ პოზიციაზეა, არც მოუნანია და არც სინანულს განიცდის მომხდარის გამო!

საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია რად უკვირთ ახლა ზოგიერთებს, რა იგივე პოზიცია არ ჰქონდა ეროვნული ხელისუფლების მიმართ?

ამ სუვერენიზაციის თემაც ამიტომ არის ჩემთვის ცოტა მიუღებელი, რადგან რეალობა და ეფემერული სუვერენიზაცია, როდესაც ეკონომიკა მთლიანად საერთაშორისო გრანტებზე და კრედიტებზეა დამოკიდებული, კუდიანებზე ნადირობის პოსტულატად არ უნდა აქციო, ზოგიერთი ყოფილი პუტჩისტი და მიშისტი, ახლა კი „ოცნების“ თავგადაკლული მომხრე, რომ ახმოვანებს! და თუ ამას მმართველი პოლიტიკური კლასიც გაიაზრებს და მომხდარიდან სათანადო დასკვნებსაც გამოიტანს, ვფიქრობ, ამ ქვეყნის მომავალს მხოლოდ წაადგება.

ეროვნული ხელისუფლების დამხობაც, რუსეთის ღია სამხედრო ჩართულობით, ქართველი რენეგატების ხელით და აშშ-ის პირდაპირი კურთხევით განხორციელდა, პრეზიდენტ ბუშის ცნობილი განცხადების და ფაქტობრივად გადატრიალებისთვის მწვანე შუქის ანთების ფონზე, რადგან გლობალური გარიგების მალტის შეთანხმებაზე ანუ დსთ-ზე ზვიადმა უარი უთხრა და ბალტიის სტატუსი მოითხოვა!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ გლობალისტურ გადანაწილებაში, სადაც ომი იქნება ბოლომდე ერთ-ერთი მხარის განადგურებით,   და არც ილუზია ჰქონდეს ვინმეს რაიმე კომპრომისზე, რაც პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა კარგად აჩვენა, პატარა ქვეყნებს ამის ფუფუნებას არც პირობითად ჩრდილოეთი მისცემს და არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები