გედევან ფოფხაძე: დაგეგმვას სჭირდება სხვა სივრცე და საჯაროდ ეს არ კეთდება

პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ აქციაზე გადაღებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი განმარტებით, დაგეგმვას სხვა სივრცე სჭირდება და ეს საჯაროდ არ კეთდება.

“ისე გამოვიდა, თითქოს მე რაღაცას დავგეგმავდი, დაგეგმვას სჭირდება სხვა სივრცე და საჯაროდ ეს არ კეთდება. აკია იცინის მაგ საუბარზე და მეც მომღიმარი ვსაუბრობ, რადგან კონტექსტი სხვა არის, მანამდე სხვა რაღაცები ვილაპარაკე. რა მწვანე და ყვითელ შუქს ველოდები?- მაგაზე საუბარი თუ გვინდა, კონტექსტის დაკარგვას ნიშნავს, ცალკეულ დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ”,- განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გვიან ღამით, “რუსთავი ორმა” ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც გიგა მაქარაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედევან ფოფხაძე ფიგურირებენ.

„ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია რომ ავიღოთ შენობა. მაიდანი და ქუჩაში ხალხი შანსი არ არის… სიცივეში ვინ გამოვა, თუ შენობაში შეიყვან ღამეს გაათევენ. შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ გაჩერდება, ვარიანტი არ არის… თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნდა გამოეწყოს რაღაც ჯგუფი და პირველი ტალღა მიიღონ, დანარჩენები აგვყვებიან მერე, მასე ხდება… 2თვის თემაა რაა, მაინც დაამხობენ“, – აღნიშნულია ჩანაწერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები