რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე დაანონსდა
სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე მაინც გაიმართება.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიო გარანტიებს, თუ როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას.
სამოქალაქო აქტივისტები ასევე ითხოვენ დაკავებული, აქციის მონაწილეების გათავისუფლებას.