ლინას ლინკევიჩუსი: მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი.

„ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმად. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები