ვიოლა ფონ კრამონი – ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე: მნიშვნელოვანი სიახლეა, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
„ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოდან, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, – წერს კრამონი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს.