ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აგენტებზე კანონი, ეხმიანება.
ევროკავშირი საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დაუბრუნდნენ ევროპული რეფორმების გატარებას კონსტრუქციულ ფორმატში.
“მივესალმებით საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას “უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ ყველა პარტიას დაუბრუნდნენ პროევროპული რეფორმებზე მუშაობას კონსტრუქციულ ფორმატში და 12 რეკომენდაციის შესრულების გზას, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.