„პორტრეტები“ – გიორგი გუგუშვილის გამოფენა გაიხსნება
12 მარტს, 16:00 საათზე, „რუმს ჰოტელ თბილისში“ გიორგი გუგუშვილის გამოფენა – „პორტრეტები“ გაიხსნება.
„გიორგი გუგუშვილის მხატვრული სამყარო ინდივიდუალურ, სუბიექტურ მგრძნობელობას ეფუძნება და ამავდროულად, დატვირთულია მძაფრი ემოციური ძიებით. გუგუშვილის პორტრეტების სერია აერთიანებს ექსპრესიულ მხატვრულ ტრადიციებს, სადაც გრაფიკული ხაზის დინამიკურობაში ვლინდება ავტორისეული შთაგონება – პერსონიფიკაციებისა და შეგრძნებების მთლიანობა. ლაკონურ ფერთა გამაში მძაფრი ტონალური დეტალის აქცენტირებით, პორტრეტები ინტენსიურ მხატვრულ სახეებს წარმოქმნიან. აღნიშნულ სერიაში გიორგი გუგუშვილი პარალელური განზომილებითი რეალობის სახე-ხატებს ქმნის. ამგვარად, მხატვარი ადამიანური შეგრძნებების გამძაფრებით დროის მიღმა გამომკრთალ, შეცბუნებული ან დაფიქრებული მზერის მქონე , ახალ სახეებს წარუდგენს საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გუგუშვილი დაიბადა 1957 წლის 12 მარტს.