დავით ქართველიშვილი: იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე მათთვის არასასურველი კითხვების დამსმელებს „ნასედკებს“ და ”მოგზავნილებს” უწოდებდა

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ნინო ლომჯარიას შეხვედრას ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი წერს, შეხვედრაზე რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: “კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი – არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?”. “შენ ვინ ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს “ნასედკები” ესენი!- ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს “პროფესორები” და ადამიანის “უფლებადამცველები”.

“როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთი აკრედიტებული საელჩოდან მიღებული დავალების თანახმად, თსუ-ის სტუდენტებთან შესახვედრად იაგო კაჭკაჭიშვილმა და ზურაბ დავითაშვილმა მოიწვიეს ნინო ლომჯარია. მართალია, ტყავის ქურთუკებისა და მაუზერების გარეშე, მაგრამ ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს აუდიტორიაში, ტროცკისაც კი შეშურდებოდა. “რუსული…რუსული…რუსული…” – ისმოდა უძველესი ქართული უნივერსიტეტის კედლებში…
რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: “კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი – არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?”. “შენ ვინ ხარ? რა გვარი ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს “ნასედკები” ესენი! გაიყვანეთ აქედან!!! ახლა ნახე, როგორ დაგვაბეზღებენ!!!” – ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს “პროფესორები” და ადამიანის “უფლებადამცველები”.
ხომ გასაგებია, ვისი დაგეშილებიც არიან, ხომ ისედაც ვიცით, ვისი დაჯილდოებულია და რა საქმიანობის გამო ექსომბუდსმენი, მაგრამ – ამათ მიერ დაშინებულ, დაბულინგებულ ბავშვებს ხვალ უნივერსიტეტის შენობაში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმემ რამე რომ აკადროს, პასუხს ვინ აგებს?”, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები