თამთა მიქელაძე: პოლიტიკოსებს იქნებ ეყოთ ძალა ადგილზე პროცესზე გავლენის მოხდენის და დეესკალაციის

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკოსები შეეცადონ პროცესზე გავლენის მოხდენას და ვითარების დეესკალაციას. ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია იმ გზით მოქმედება, რა ფორმითაც აქცია მიმდინარეობს.

„არ ვიცი ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ეს პროცესი პარლამენტთან უნდა გაჩერდეს.

დაუშვებელია ამ გზით მოქმედება.

პოლიტიკოსებს იქნებ ეყოთ ძალა ადგილზე პროცესზე გავლენის მოხდენის და დეესკალაციის“, – წერს თამთა მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები