ნიკა მელია: ისტორიული არჩევანი უნდა შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ

ისტორიული არჩევანი უნდა შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

“მივმართავ იმ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებსაც წლების განმავლობაში არცერთი პარტია არ მოსწონდა, მაგრამ ნერვიულობდა ამ ქვეყნის მომავალზე – აი, ეს ხალხი უნდა შევიკრიბოთ დღეს. ისტორიული არჩევანი უნდა შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ. ამის შემდეგ კი, როდესაც არჩევნები იქნება, შეგვიძლია – გავიყოთ, მაგრამ ახლა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, “ხალხის ძალის” კანონპროექტები ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები