საქართველო – ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე

დღეიდან 9 მარტის ჩათვლით, საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და პროგრამით წარდგება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე 7 ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას. გამოცემულ წიგნებთან ერთად სტენდზე გამოიფინება მწერალთა სახლის ხელშეწყობით სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურა და კატალოგები ქართველი ავტორებისა და საქართველოში მოქმედი გამომცემლების შესახებ.
„60-წლიანი არსებობის მანძილზე, ბოლონიის წიგნის საბავშვო ფესტივალი ზრდას განაგრძობს, უამრავ ახალ პროექტს იწყებს და უფრთხილდება შემოქმედებითობასა და ენერგიას, რომელიც მას დასაწყისიდანვე გამოარჩევდა“, – წერს ოფიციალურ გვერდზე ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობის გუნდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები