„2001 წელი” – ოთარ ჩხეიძის რომანის წარდგენა გაიმართება
7 მარტს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ოთარ ჩხეიძის რომანის – „2001 წელი“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის მოდერატორები იქნებიან: როსტომ ჩხეიძე, ნინო ვახანია, ლია წერეთელი, თამარელა წოწორია.
„2001 წელი, ახალი ათასწლეული, იმედების ახალი მსხვრევა. მიახლოება აღგვავსებდა იმედებითა, მივუახლოვდით, გადავდექით. მზეც წყვდიადიდან მოჭიატობს, რაღაც სულელურ თუ უნიათო ყვითელ ლაქადა, მთვარეც შებღალულა, ფეხი დაადგა ადამიანმა, შესვრილა, შებილწულა ადამიანის ფეხითა“ (ოთარ ჩხეიძე).
რომანის სიუჟეტური ქარგა ლაპიდარულად ასე წარმოდგება – პერსონაჟი (უშანგი) კონკრეტულ ქრონოტიპშია – ქართველი 2001 წლის საქართველოში, რომელიც არის და აღარც არის საქართველო.