სალომე სამადაშვილი: უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან აქციას ვგეგმავთ

“ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ხალხის ძალის” კანონპროექტების  გასაპროტესტებლად უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარება იგეგმება.

მისივე თქმით, საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია შეხვედრას დღეს გამართავს.

“მინდა, საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე და ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ჩვენ ამის გაჩერებას. დიდი მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც დღეს დილით ადრე პარლამენტის შენობასთან მოვიდა, თქვენ იცით, რომ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, დღეს გაიმართება კონსულტაციები დამატებით, ჩვენ გაცნობებთ თარიღს და იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას, შემოუერთდება საპროტესტო ტალღას”, – განაცხადა სამადაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “ხალხის ძალის” ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის კომიტეტის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაც მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტები ქვეყნის მომავალსა და ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები