სოფელი ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია