გურამ მაჭარაშვილი: არ მგონია, „ნაცმოძრაობის“ მოსაზრებები საზოგადოებამ სერიოზულად აღიქვას

“არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაში იყოს, რომ რამე დააინიციროს ან, მით უმეტეს, რამე გაიტანოს”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომ საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნას და აგენტების შესახებ რუსული კანონის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო სანქციები დაწესდეს.

მაჭარაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ მოსაზრებები საზოგადოებამ სერიოზულად აღიქვას.

„თვითონ ვერ გაუგიათ, პარლამენტში არიან თუ – არა, ქუჩაში გავიდნენ თუ არ გავიდნენ, ერთმანეთს ეჩხუბებიან თუ არ ეჩხუბებიან, ერთი პარტია დარჩა თუ სამად გაიყო. არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებიც კი საზოგადოებამ საერთოდ სერიოზულად აღიქვას. რადგანაც ასე ეტკინათ ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი, როგორც ჩანს, მათაც რაღაც პრობლემა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები