ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, მალიკ მუჰამმად ეჰსან ურ-რაშიდ კჰანს და დეივიდ გარრიგოს-სოლივას შეხვდა.
როგორც ცნობილია, საქართველო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში უმასპინძლებს. ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 5 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები.
მხარეებმა მიმოიხილეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის გასაწევი სამუშაოები. როგორც აღინიშნა, ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა დიდი შესაძლებლობა იქნება საქართველოს მრავალმხრივ ფორმატში წარმოჩენისთვის.
ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.