“ურთულესი, ხანგრძლივი ოპერაციები ჩატარდა” – როგორია გორში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გორში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ექიმის შეფასებით, მამაკაცს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

“შემოვიდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით, გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით. ჩატარდა ურთულესი, ხანგრძლივი ოპერაციები. მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს რეანიმაციაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია”, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, გუშინ, გორში სროლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. შსს-მ ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავა. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები