შალვა პაპუაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: სააკაშვილის თემით სულს უბერავენ ჩამქრალ ნაკვერჩხალს
“ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია, აღარ არსებობს გარკვეულწილად, ერთადერთი, სულს უბერავენ ამ ჩამქრალ ნაკვერჩხალს გარედან მიხეილ სააკაშვილის თემით”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის თემის გარდა სალაპარაკო არ აქვს.
“სხვა თემაც კი არ აქვთ მათ სალაპარაკო. არის მიხეილ სააკაშვილი და მათაც მობეზრებული აქვთ ეს საკითხი, როგორც ვატყობ. გარედან მოდის ყველა ეს ინიციატივა, მილიონზე მეტი დახარჯული ფული სწორედ ამას ხმარდება, რომ სული შეუბერონ “ნაციონალური მოძრაობის“ ჩამწვარ ნაკვერჩხალს და რამენაირად აცოცხლონ გარედან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.