იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“11 მარტს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, 11 მარტს „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს.
მისი თქმით, ისინი აქციაზე ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს ელოდებიან.
„ერთადერთი ქართულ ჯარ გავლილი პარლამენტარი იყო ჰერმან საბო, ჰერმან საბომ ჯარში ისროლა 9 ტყვია და წელიწად-ნახევარი გაატარა „ვიშკაზე“. 2025 წლამდე, მაისიდან ადამიანებს გაიწვევენ „ვიშკაზე“ და წარმოიდგინეთ ის კომისრები, რომლებიც აქამდე იყვნენ გამწარებულები იმით, ხუთჯერ რომ მიუტანა ვიღაცამ „ბიბლიური თავისუფლების“ საბუთი და რომ ემუქრებოდა „აი, თქვენ ახლა ჯარში წაგიყვანთ, დედას გიტირებთო“, მაგ გინების აღსრულებას დაიწყებენ და ამიტომ გამოდით ქუჩაში, თორემ სახეს გაგაძრობენ, ნუ იქნებით მონა, მონა არ იმსახურებს პატივისცემას, მონების დედაც ვატირე. მე კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, რომ ქუჩაში გამოხვიდეთ…
11 მარტს აქცია გვაქვს და ველოდებით ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს, არა მხოლოდ წვევამდელებს, მათ ოჯახის წევრებს, შეყვარებულებს, დედებს, ძმებს, დებს და ყველას იმიტომ, რომ დასაცავია თქვენი ოჯახის წევრები, ყურებში წაავლებენ ხელს და წაასხამენ მონად ცოტა ხანში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.