რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში.

დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე.

პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული“, – წერს რატი ბრეგაძე Facebook-ზე და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ შვედეთის ელჩთან ერთად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები