თსუ-ს რექტორი ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს შეხვდა
თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისთვის ახალი სივრცის გამოყოფის საკითხზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ინსტიტუტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, თსუ-ს რექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ინსტიტუტის თანამშრომლებს, თავი შეიკავონ შენობაში შესვლისგან და დარჩნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში.
ჯაბა სამუშიას თქმით, ენათმეცნიერების ინსტიტუტისთვის შესაფერისი ფართის გამოყოფის საკითხზე შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები ორი თვის წინ დაიწყო და უკვე აქტიურ ფაზაშია.
„შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს შესთავაზა ოთხი შესაძლო ვარიანტი, სადაც შეიძლება ინსტიტუტი გადავიდეს.
საბოლოო ვარიანტზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას კოორდინირებულად მიიღებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.