ირაკლი კობახიძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კანდიდატის სტატუსთან სინამდვილეში არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი, მეტი არაფერი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული კანონის მიღების გამო კანდიდატის სტატუსის არმინიჭება წარმოუდგენელია.

“ბუნებრივია, ამ კანონპროექტს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება კანდიდატის სტატუსთან. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაა დადგენილი, მეორე შემთხვევაში იმიტომ, რომ ამერიკულია პირდაპირ დაკოპირებული. როგორ შეიძლება ამერიკული კანონის მიღების გამო არ მოგანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მით უმეტეს, რომ EPP აინიცირებს ახლა ამერიკულის ანალოგიურ კანონპროექტს ევროპარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები