საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა უკრაინელი ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, საბავშვო კლუბ „Happy me”-ს ესტუმრნენ და საქართველოში დროებით მცხოვრები უკრაინელი ბავშვები და მათი მშობლები მოინახულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის სახელით, უწყების წარმომადგენლებმა, უკრაინელ ოჯახებს, სხვადასხვა დასახელების საჭირო პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს. საბავშვო კლუბში რეგისტრირებულია 70-მდე ბავშვი და მათი მშობელი, რომლებიც აღნიშნულ კლუბში სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ოჯახებისთვის, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.