თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ხუთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები დეფნეს რაიონში შეინიშნებოდა, რომელიც 9.76 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
ჰათაის გუბერნატორის, რაჰმი დოღანის თქმით, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე დაზიანებული შენობა ჩამოინგრა.
როგორც CNN Türk-ის ჟურნალისტი იტყობინება, რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.