ზელენსკი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს.

„ჩვენზე ზეწოლა ომამდე უფრო დიდი იყო. შემოჭრის დაწყების შემდეგ კი ყველასთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი სახელმწიფო კი არა ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მოვიდა მოსაკლავად და ტერიტორიების დასაპყრობად. ყველას ესმის, რომ უკრაინისა და ყველაფერი უკრაინულის განადგურების საკითხი დგას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინაზე ზეწოლა შეუძლებელია.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა.

„ისტორიული საზღვრების თემა ისევ დადგა. ეს მეტყველებს იმაზე, რისი დაპყრობა სურთ მათ და ამ მიტაცებისთვის გამართლებას ეძებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები