ესპანეთმა შესაძლოა, უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ათი ტანკი გაუგზავნოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ლეოპარდ 2“-ის ტანკების რაოდენობა, რომელსაც ესპანეთი უკრაინას გადასცემს, შესაძლოა, 10-მდე გაიზარდოს.

ესპანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 6 ტანკის გადაცემას გეგმავს, თუმცა შესაძლებლობის შემთხვევაში, მომავალში ეს რიცხვი ათამდე გაიზრდება.

„ჩვენ ამის გაკეთებას უახლოეს კვირებში ან თვეებში ვაპირებთ“, – განაცხადა პედრო სანჩესმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ესპანეთის სატანკო კოალიციაში გაწევრიანების შესახებ განაცხადა.

„დღეს მე მივიღე გარანტია, რომ ესპანეთი მოგვცემს „ლეოპარდის“ ტანკებს“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები