ევროპული სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ევროპული სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ძირითად დამაბინძურებლებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენაზე ლექცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები