ეროვნული არქივი კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციის (FIAF) მე-8 ზამთრის სკოლაში – „კინომემკვიდრეობის პროგრამირება“ მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული არქივი კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციის (FIAF) მე-8 ზამთრის სკოლაში „კინომემკვიდრეობის პროგრამირება“ მიიღებს მონაწილეობას და თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს (TIAFF) წარადგენს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, პრეზენტაციის შემდეგ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე უცხოელ კოლეგებთან ერთად დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაში კინოარქივების, კინოთეკებისა და სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოარქივების საგანძურს თბილისში უმასპინძლებს.
FIAF-ის ზამთრის სკოლა 2023 წლის 6-7 მარტს, პარიზში, საფრანგეთის სინემათეკასა და Jérôme Seydoux-Pathé-ს ფონდთან პარტნიორობით ჩატარდება.
პროგრამა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.fiafnet.org/pages/Training/8th-Programming-Winter-School-schedule.html?fbclid=IwAR2q_TT-Iexsv_l20cbO3Af2A3Hr1tqPWhuw97JPIuChAOST6gZTlAscCo4