21-22 თებერვალს ენერგეტიკული კიბერსამაგიდო ტექნიკური სავარჯიშო ტარდება
თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში, 21-22 თებერვალს 09:30 საათზე, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” თანამშრომლობით ენერგეტიკულ კიბერსამაგიდო ტექნიკურ სავარჯიშოს ატარებს.
ტექნიკური და სამაგიდო სავარჯიშოები მიზნად ისახავენ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული კომპანიების, ეროვნული კიბერ და ენერგეტიკული მარეგულირებელი უწყებების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უწყებებში კიბერრისკების სათანადო შეფასება და კომპლექსურ კიბერ საფრთხეების მოგერიება. ტრენინიგის მეორე დღეს გახსნიან: ენერგო-პრო ჯორჯიას, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ მამისეიშვილი, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გელაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი, USAID საქართველოს, ციფრული განვითარების და კიბერუსაფრთხოების უფროსი მრჩეველი, მიკაელ ბეიკერი და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში პროექტის მენეჯერი ლალი ჩხეტია.
ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურის კიბერ მედეგობის გაძლიერებას, საქართველოს კიბერუსაფრთხოების მმართველობის ჩარჩოს განვითარებას და მმართველობაში ძლიერი და დაუცველი მხარეების გამოვლენას, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს.