ანზორ ბოლქვაძე: რეგიონში ყველაფერი კეთდება ვითარების ნორმალიზებისთვის

პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში დიდთოვლობის მიუხედავად ყველაფერი კეთდება ვითარების ნორმალიზებისთვის.

„აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში სტიქიის მიუხედავად არ შეწყვეტილა სასიცოცხლო ობიექტების მუშაობა, სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება, მუშაობს სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები”, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი ინფორმაციით, სტიქიის შემოტევას, რომელიც 10 თებერვლიდან უხვთოვლობით დაიწყო, ადგილობრივი ხელისუფლება, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, მომზადებული შეხვდა და პრობლემებზე რეაგირებას დროულად ახდენს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეგზევეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ ვითარების ნორმალიზებისთვის. ადგილობრივებს დახმარებას უწევენ ასევე ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები