ირაკლი კობახიძე: 12 პუნქტის შესრულებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

“12 პუნქტის შესრულებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო რეფორმებზე მუშაობა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გაგრძელდება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, უკვე აპრილ-მაისის პერიოდში შესაბამისი პროცესი დასრულდება.

„ჩვენ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულებულიყო, მუშაობა გაგრძელდება. სახალხო დამცველია ასარჩევი და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა. ასევე, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას ორ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არის დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა და ორივე მათგანი ბოლომდე იქნება მიყვანილი მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიიდან ჩამოვა დასკვნა. სავარაუდოდ, უკვე აპრილ-მაისის პერიოდში დასრულდება შესაბამისი პროცესი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამის მიხედვით ვმოქმედებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები