მედეა ჯაფარიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური გამოფენა მოამზადა

თეატრისა და კინოს მსახიობ მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცნობით, მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით უწყებამ მულტიმედიური გამოფენა მოამზადა.

„ეროვნულ არქივში დაცული ფონდებიდან ინტერნეტსივრცეში მედეა ჯაფარიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კინომასალა, ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები და ავტოგრაფები გამოქვეყნდა.

ექსპონატებს შორისაა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში, ასევე, მხატვრულ ფილმებში მსახიობის მიერ შესრულებული როლების ფოტოები, კინოსიუჟეტი „ქეთო და კოტეს“ გადასაღები მოედნიდან, ნაწყვეტი თეატრალური სპექტაკლიდან „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“, მისი ავტობიოგრაფია და სხვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/medea-jafaridze-1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები