ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობის“ მხრიდან გამართლებული იქნება აქციის ჩატარება ლოზუნგით – ჭამოს სააკაშვილმა

“მათი ინტერესია – მათი ბელადი და პარტიული, რევოლუციური ინტერესი. მათი მხრიდან გამართლებული იქნება აქციის ჩატარება ლოზუნგით – ჭამოს სააკაშვილმა. ეს იქნება სწორი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული არ არის.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში როცა „მუშაობდა“, რას აკეთებდა? საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული რა ინიციატივა გახსოვთ? მათი მხრიდან მსგავსი ინიციატივა არ ყოფილა,  მათი ყველა ინიციატივა მათ პარტიულ ინტერესებს ატარებდა. ეს ადამიანები საპარლამენტო ცხოვრებაში იქნებიან თუ არა, საზოგადოების ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ ადამიანებმა ერთ დღეს თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო საქმიანობას და განცხადება იმის თაობაზე, თითქოს, მანდატებს ტოვებდნენ, უკან წაიღეს. ბოიკოტი სულ სხვა რამეა, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა სხვა რამეს ნიშნავს. არც თანმიმდევრული არიან და არც საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულნი. მათი ინტერესია – მათი ბელადი და პარტიული, რევოლუციური ინტერესი. მათი მხრიდან გამართლებული იქნება აქციის ჩატარება ლოზუნგით – ჭამოს სააკაშვილმა. ეს იქნება სწორი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები