პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება

20-28 თებერვალს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) გაიმართება აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100 ფერწერული ტილო_ პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ბატონი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. ეს გამოფენა მისი რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენაა. გამოფენა გაიხსნება 20 თებერვალს, 16 საათზე და გასტანს 1 მარტამდე. გამოფენას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, მედიის წარმომადგენლები, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები