„საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები ცნობილია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა
კონკურსის – „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები. კულტურის სამინისტრო ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ – ა(ა)იპ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“;
2. „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“ – სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
3. „XV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ – ა(ა)იპ „არტ ალიანსი“;
4. „XVIII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი“ – ა(ა)იპ „არტ პლიუსი“;
5. მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
6. „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2023“ – სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი;
7. „თბილისის ბალეტის ფესტივალი“ – სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
8. „ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2023“ – ა(ა)იპ ქართული მუსიკის ცენტრი;
9. „ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო ფესტივალი“ – სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი;
10. „თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ – შპს „კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდი“.
„კონკურსის ბიუჯეტი იყო 1 300 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში შემოვიდა 22 განაცხადი და გამოვლინდა 10 გამარჯვებული პროექტი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 1 100 000 ლარი და მის ფარგლებში დაფინანსდა 10 პროექტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები