რომან გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, პარტიის ფარგლებში, პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობები ამოწურა.

“მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო “ნაციონალური მოძრაობა”. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
მინდა წარმატებები ვუსურვო “ნაციონალურ მოძრაობას” და ყველა მის მხარდამჭერს.
მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისა და კეთილი ურთიერთობებისათვის”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რომან გოცირიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პარტიის დაარსების დღიდან იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები