გივი მიქანაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა სისტემა იყო შექმნილი წინა ხელისუფლების მიერ – წამებაზე დაფუძნებული

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა – საქართველოს წინააღმდეგ“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა სისტემა იყო შექმნილი წინა ხელისუფლების მიერ, რომელიც დაფუძნებული იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა – საქართველოს წინააღმდეგ“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა სისტემა იყო შექმნილი წინა ხელისუფლების მიერ, რომელიც დაფუძნებული იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატიმრობის თუ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელს იხდიდნენ, როგორი სისტემური ძალადობრივი მიდგომა იყო იმ სისტემისგან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. მორიგი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ათეულობით საქმის, რომელიც საქართველომ სწორედ იმ წლებთან მიმართებაში, როდესაც ეს მძიმე სისტემა ჩამოყალიბდა და რეალურად აჩვენა, რომ აღნიშნული არა ერთეული შემთხვევა, არამედ სისტემური ხასიათის დანაშაულია. ამით სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ 2011 წელს ადგილი ჰქონდა ერთ კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ შემთხვევას არ წარმოადგენდა და იყო სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რითაც დაადასტურა, რა ძალადობრივი ხელისუფლება იყო სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული“, – თქვა მიქანაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადავ ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები