ზურაბ აზარაშვილის თქმით, სააკაშვილის საკითხზე კონსილიუმის მოწვევას არ აპირებს

არა, არ ვაპირებ, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა მინისტრი სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევას.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემას მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი აქვს და ყველა პატიმრის უფლება დაცულია.

„არა, არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა პატიმრის უფლებები დაცულია პენიტენციურ სისტემაში. პენიტენციურ სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა არის მრავალპროფილური და აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს. ეს არის ჩემი პასუხი,”- განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, რომ დემენცია და კახექსია არის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების ჩანაწერი, მინისტრი ამბობს, რომ თუკი რაიმე ჩანაწერია მინისტრის ბრძანებაში, ამაზე ალბათ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

„არ ვიცი, თუ რამ ჩანაწერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში, ალბათ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამის მიზანშეწონილობაზე,”- განაცხადა აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები