“საქართველოსთვის ის გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო” – სტოლტენბერგი

საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ის გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

“საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ის გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო, მერე ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 1 წელია, გრძელდება.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, თანამშრომლობას ისეთ პარტნიორთან როგორიც საქართველოა. ეს არის სწორედ ნატოს გზავნილი საქართველოსთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები