პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და ასევე თავდასხმად საქართველოზე

სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და ასევე თავდასხმად საქართველოზე, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას.

მისი თქმით, პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ მომავალს.

“თავისთავად, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და ასევე თავდასხმად საქართველოზე, წინა რეზოლუციებზეც გვქონდა ჩვენ, რომ იქაც, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო, ამ შემთხვევაშიც, პირველივე წინადადება ამ რეზოლუციის ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ჩვენი უახლესი ისტორია, უახლესი ისტორია არის რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა და არა მხოლოდ ქართულმა მართლმსაჯულებამ ის ბრალდებულად ცნო დანაშაულებში”, – ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები