შალვა პაპუაშვილი: მოქალაქეებმა იმ ტალღას, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დაანონსებული, პასუხი გასცეს და მათ დესტრუქციულ თუ რადიკალურ ცვლილებებზე უარი უთხრეს

ჩვენმა მოქალაქეებმა იმ ტალღას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დაანონსებული, პასუხი გასცეს და მათ დესტრუქციულ თუ რადიკალურ ცვლილებებზე უარი უთხრეს. ამიტომ, ნებისმიერ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და ჩაატაროს აქციები, მაგრამ მთავარია, შევხედოთ საქართველოს მოქალაქეების პასუხი რა არის, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს.

„სხვის აქციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლიათ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩაატარონ აქცია, იქნება ეს ვირტუალური, თუ ფიზიკური აქცია, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. აქ მთავარია ერთადერთი რამ, რომ როგორია ამაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეებმა იმ ტალღას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დაანონსებული პასუხი გასცეს და მათ დესტრუქციულ, თუ რადიკალურ ცვლილებებზე უარი უთხრეს. ამიტომ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და ჩაატაროს აქციები, მაგრამ მთავარია შევხედოთ საქართველოს მოქალაქეების პასუხი რა არის ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები ერთ რამეს ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე და აწყობილია საქართველოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა უარს ეუბნება მათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები