საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თელ-ავივის „გრანდ სლემზე“ ექვსი სპორტსმენით წარდგება
16-18 თებერვალს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოს მსოფლიო ტურის წლის მესამე ტურნირი – თელ-ავივის „გრანდ სლემი“ გაიმართება.
ასპარეზობაში 53 ქვეყნის 401 სპორტსმენი ჩაერთვება.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ექვსი სპორტსმენი წარადგენს:
-60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი;
-66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე;
-73 კგ – მიხეილ ბახბახაშვილი;
-90 კგ – ბექა ღვინიაშვილი;
-100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი.
ნაკრების მთავარი მწვრთნელია ლაშა გუჯეჯიანი.