რატი იონათამიშვილი: კუბილიუსი უკანონობას, უსამართლობას ლობირებს

“საინტერესოა, კუბილიუსი რომელ წესებზე საუბრობს, ეს არის კორუფცია, არაჯანსაღი ლობიზმი და ომის რიტორიკა? ჩვენი საზოგადოებისთვის ეს წესები მიუღებელია”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი წესებით უნდა იმუშაოს.

როგორც იონათამიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა, კუბილიუსი უსამართლობას ლობირებს.

„კუბილიუსი უკანონობას, უსამართლობას, მკვლელობასა და წამებას ლობირებს. მისი მცდელობა, რომ ამ განცხადებით შეურაცხყოფა საზოგადოებას მიაყენოს, დამაზიანებელი მხოლოდ მისთვის იქნება. დილემა, რომ საქართველო უდრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუღებელია და დეზინფორმაციაა. ვინც ცდილობს, ასეთი პარალელი გაავლოს, ის მიდის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები