ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ათეულშია

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულშია. სიის ფავორიტი მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა ლიონელ მესია.

აღსანიშნავია, რომ თავიდან 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო, მაგრამ იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით (11 გოლი, 12 საგოლე პასი) ათეულში დაწინაურდა და ამჟამად მე-8 პოზიციაზეა.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა განახლებული რეიტინგი გამოცემა Goal-მა გამოაქვეყნა და ის ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. კილიან მბაპე (პსჟ)

3. ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“)

4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)

5. ნეიმარი (პსჟ)

6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)

7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)

8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)

10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები