საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია.
შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.