მეუფე გრიგოლი: საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება

წალკელი ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება. გარდა ამისა, მისივე თქმით, მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.

“ზენონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია”, – თქვა გრიგოლ კაციამ.

ცნობისთვის, მანამდე, სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები